2018 წლის 7 ივნისს მე-9 ა კლასში ჩატარდა სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილი ინგლისურ ენასა და გეოგრაფიაში  თემაზე „კანადა“ სამოდელო გაკვეთილი მთლიანად აგებული იყო მოსწავლეთა ინტერაქციაზე, მასწავლებელი კი ფასილიტატორის როლს ასრულებდა. მოსწავლეებს ჰქონდათ პრეზენტაციები კანადის შესახებ:გეოგრაფიული ადგილმდებარეობის, მოსახლეობის, ბუნებრივი მოვლენების, ველური ბუნების, კულტურის, ტრადიციებისა და სპორტის შესახებ, რაც მართლაც საინტერესო იყო , რადგან მათ მომზადებული ჰქონდათ პრეზენტაციები ვატმანის ფურცლებზე ლამაზად გაფორმებული და რაც მთავარია ისინი ცდილობდნენ  ზეპირად გადმოეცათ ეს ყველაფერი.
                  გაკვეთილის მსვლელობაში სამივე ჯგუფის ყველა მოსწავლე იყო ჩართული, რადგან ფასდებოდა როგორც პრეზენტაციები, ასევე ჯგუფური მუშაობა. მართლაც სამივე ჯგუფი მაქსიმალურად ცდილობდა თავის წარმოჩენას.
                  მოსწავლეებმა აგრეთვე თავი კარგად გაართვეს უცხო ტექსტში სიტყვების ჩასმას, რაც ფლიპჩართზე იყო ჩამოწერილი, და მართლაც საინტერესო და ხალისიანი გაკვეთილი იყო, რომლის მსვლელობისას მოსწავლეთა აქტივობა უფრო ჩანდა, ვიდრე მასწავლებლის.